დაისვენეთ ჩვენთან

ჩვენს შესახებ

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსს მართავს კომპანია “ცენტრი”, რომელიც საქართველოში 1997 წელს ჩამოყალიბდა.
ბაზალეთის ტბაზე განხორციელებული პროექტი გახლდათ პირველი სასტუმრო კომპლექსი საქართველოში, სადაც გაერთიანდა რამდენიმე მიმართულება: დაწყებული შიდა ტურიზმიდან – გამაჯანსაღებელი საკურორტო მკურნალობით დასრულებული. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსის აშენებამ ბაზალეთის ტბა, მისი ულამაზესი გარემო უფრო მეტად გაამშვენიერა და ტურისტებისთვის სასურველ დასასვენებელ ადგილად გადააქცია. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 2007 წლის 16 აგვისტოს გაიხსნა.
კომპანია “ცენტრი” საქართველოში მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა: სასტუმრო ბიზნესი წარმოდგენილი სასტუმრო კომპლექსით ბაზალეთის ტბაზე და ბიზნეს-კატეგორიის სასტუმროთი თბილისში “ბაზალეთი პალასი” www.bazaletipalace.ge , ასევე ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო ქ. თბილისში, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება, რომელთაგანაც ზოგი მშენებლობის პროცესშია. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.
კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის და ბიზნესის განვითარებას.