დაისვენეთ ჩვენთან

ბაზალეთი

          ბაზალეთის ტბა ვულკანური წარმოშობისაა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლ-ძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.
          ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს, ამიტომ მთის ჰაერისა და ტბის წყლის სამკურნალო თვისებების უნიკალური ნაზავი გასაოცარ ეფექტს ახდებს დამსვენებელზე. ბაზალეთის ტბაზე ულამაზესია ყოველი განთიადი და დაისი. საინტერესოა ისიც, რომ აქ დასვენება წელიწადის ოთხივე სეზონზე არის შესაძლებელი.
          ბაზალეთის ტბის ნაპირას გაშენებული სასტუმრო კომპლექსი თეთრი მარგალიტივითაა ჩასმული გარემოს ამ უნიკლაურ სილამაზეში. აქ შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ დამსვენებელმა მოუაროს საკუთარ ჯანმრთელობას, დაისვენოს, გაერთოს და კომფორტულად იგრძნოს თავი.
          ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს კიდეც და თან ჰარმონიულად აკავშირებს.
კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე ფანტანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.

 

მანძილი მთავარ სატრანსპორტო ხაზებთან

თბილისის ცენტრალური აეროპორტი – 60კმ
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური – 50კმ
ქალაქი თბილისი – 45კმ
გუდაურის სათხილამურო კურორტი – 60კმ
ანანურის კოშკი – 35კმ
მთა-თუშეთი – 70კმ
ხევსურეთი – 60კმ
სტეფანწმინდა (ყაზბეგი) – 100კმ
ქალაქი მცხეთა (საქართველოს ძველი დედაქალაქი) – 40კმ

 

image00036 image00037 image00012 image00022 image00023 image00024 image00030
image00035