დაისვენეთ ჩვენთან

გართობა და დასვენება

         ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ერთნაირი სიამოვნებით დაისვენებს სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანი. აქ არის როგორც პასიური, ისე აქტიური დასვენების და გართობის საშუალებები.
         ტბის სანაპიროზე კეთილმოწყობილი პლაჟია, სადაც განთავსებულია ქოლგები და შეზლონგები. ტბაზე გასეირნება შესაძლებელია წყლის ველოსიპედებით და ნავებით. მსურველებს შეუძლიათ ითევზაონ, რადგან ტბა მდიდარია სხვადასხვა სახეობის თევზით. სანაპიროზე ჩოგბურთის კორტი და პლაჟის ფრენბურთის მოედნებია. ტბის სანაპიროს გასწვრივ ხეივანია, სადაც სეირნობა და ულამაზესი გარემოთი ტკბობა, მართლაც ძალიან დიდი სიამოვნებაა ნებისმიერი ასაკის ადამინისთვის.
          კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში ღია აუზია, რომელიც გათვალისწინებულია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ასევე უფროსებისთვისაც. აუზის ირგვლივ ქოლგები და შეზლონგებია, ხოლო ღია ბარში გამაგრილებელ სასმელებს შემოგთავაზებენ. მთელი ზაფხულის განმავლობაში დამსვენებლებისთვის მუშაობენ ანიმატორები, მათ აქვთ როგორც საბავშვო, ასევე გამაჯანსაღებელი პროგრამები ქალბატონებისთვის. აუზის სიახლოვეს ბავშვებისათვის მოწყობილია სხვადასხვა სახის ატრაქციონები.
         დღის განმავლობაში გაქირავებაშია ველოსიპედები, კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილი სასეირნო ბილიკები გამოიყენება.როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ველოსიპედებით სეირნობისას.
საღამოობით სტუმრებითვის მუშაობს გასართობი ივენთ-ჰოლი, სადაც ეწყობა დისკოთეკა, კარაოკე-საღამოები, კინოჩვენებები, ხოლო დისკო-კლუბის ბარში გვიან ღამემდე სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ეგზოტიკური სასმელებით.
კომპლექსის ყველა კორპუსსა და კოტეჯში განლაგებულია ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი.
        სტუმრების კვება ხდება სასტუმროს რესტორანში, რომელიც ტბის სანაპიროსთანაა მოწყობილი და შემოჯარულია აივნებით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. რესტორანი გათვლილია 250-300 ადამიანზე და სასტუმრო ნომრის ფასში შედის სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა).
          ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი დამსვენებლებს უქმნის ყველანაირ პირობას სურვილის მიხედვით გამოიყენენ თავიანთი დრო, გაერთონ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


image00026 image00027 image00001 image00002 image00014 image00019 image00020
image00021